რუბიკის კუბიკი

                                                                                    როგორ აბვაწყოთ რუბიკის კუბიკი?

პიერველი ეტაპი:  
  ა) ავაწყოთ  ჯვარედინი

 ბ)  ავაწყოთ 4 გვერდი წყვილებად,  მაგალითი ქვემოთ (სურათი N1) 
                                             

                                                                     სურათი N1
    

გ)  ავაწყოთ ჯვარედინის გვედებზე მდებარე წყვილები (მაგ. სურ. N1)
           

                                                                  სურათი N2 

       ეს მაგალითები დაგვეხმარება სასურველი შედეგის მისაღებად
(სურათი N2 - ზე  წინა მხარე არის  მწვანე და წითელი წყვილიბის მდებარეობა)

                                                                სურათი N3

     იმ შემთხვევაში როდესაც  მხოლოდ 2 ფერი არის აწყობილი, მაგ. როგორც სურ.N3
2 წითელი და 2 ლურჯი,  ვაკეთებთ შემდეგ მოძრაობას
   (R U R’ U’) R    

მეორე ეტაპი:   
                ავაწყოთ თეთრი ფერის კუთხეები.
      კუბიკი დავიჭიროთ ისე რომ თეთრების მხარე აღმოჩნდეს ქვემოთ


                                                                       სურათი N4

საჭირო ალგორითმები მოცემულია სურათზე N4.    

            ამის შემდეგ მივიღებთ შედეგს, როგორიც ნაჩვენებია სურათზე N5


                                                                       სურათი N5


მესამე ეტაპი:   
     ავაწყოთ მეორე სართული

 ამისათვის დასაწყისში ერთ ერთ წყვილს უნდა მოვუძებნოთ მესამე შესაბამისი ფერი,
დავატრიალოთ ზედა სართული და გავუთანაბროთ რომელიმე ფერის წყვილს.

   ა)  კუბიკი დავიჭიროთ ისე რომ აწყობილი სამ ფერიანი ზოლი აღმოჩნდეს წინა მხარეს და გავიმეოროთ  სურათზე N6 -ზე  აღწერილი ალგორითმები






                                                                      სურათი N6


     ბ)  კუბიკი დავიჭიროთ ისე რომ აწყობილი სამ ფერიანი ზოლი აღმოჩნდეს მარჯვენა მხარეს

„რამაშკა მარჯვნივ“
                  R U R U R U’ R’ U’ R’ U’
„რამაშკა მარცხნივ“
                  R’ U’ R’ U’ R’ U R U R U


მეოთხე ეტაპი:  

        ავაწყოთ ყვითელი ჯვარედინი (ზოგ შემთხვევაში იწობა თავისით)
ხშირ შემთხვევაში ამ ეტაპზე გვხდება ფერების განლაგების სამი განსხვავებული ვარიანტი
მაგ: სურათი N7



                                                                         სურათი N7

    აღნიშნული სამი ვარიანტის ალგორითმებით ვიღებთ სასურველ შედეგს
        1)      F R U R’ U’ F       2)   F U R U’ R’ F’   3)   F R U R’ U’ F     U2     F U R U’ R’ F’    

    

მეხუთე ეტაპი:  
          ავაწყოთ ყვითელი მხარე სრულად

ა)   დავიჭიროთ კუბიკი ისე რომ ყვითლების მხარე აღმოჩნდეს მარცხნივ, შესაბამისად თეთრების მხარე  აღმოჩნდება მარჯვნივ (იხ. სურათი N8)


                    
                       
              სურათი N8                                                                  სურათი N9

      მარცხენა მხარეს ვატრიალებთ ნებისმიერი მიმართულებით (L ან L’) სანამ არ მოვათავსებთ
ყვითელფერიან კუთხეს სურათი N9 ზე ისრით მითითებულ ადილას.

    თუ აღნიშნული კუთხის ყვითელი ფერი განთავსებულია უკან მაშინ ვასრულებთ ამ კომბინაციას:

          R U R’ U’  R U R’ U’  (2 პიფ პაფი)

    თუ აღნიშნული კუთხის ყვითელი ფერი განთავსებულია ზემოთ მაშინ ვასრულებთ ამ კომბინაციას:

         R U R’ U’  R U R’ U’   R U R’ U’  R U R’ U’    (4 პიფ პაფი)

   აღნისნული მოქმედებების შემდეგ კუბიკი მთლიანად აირევა, მაგრამ არ ვაქცევთ ყურადრებას რადგან არ გვიშლის ხელს.
   შემდეგ ისევ ვატრიალებთ მარცხენა მხარეს და ვაგრძელებთ იგივე მოქმედებებს სანამ არ აიწყობა ყვითლების მხარე მთლიანად.


        ბ)  არსებოსბს 7 ვარიანტი რომელიც დაგვეხმარება ყვითელი ფერების აწყობაში.
ეს ვარიანტები ნაჩვენებია  სურათზე N10
      

                                                                        სურათი N10



მეექვსე ეტაპი:  

    ა) ავაწყოთ ყვითელი ჯვარედინის მეზობელი ფერის წყვილები (მაგ: სურათი N 11)


                                                                      სურათი N 11

   კუბიკი დავიჭიროთ ისე რომ ერთი აწყობილი წყვილის მხარე მდებარეობდეს მარცხნივ, მეორე მდებარეობდეს უკან. ხოლო არეული წყვილების მხარე კი - შესაბამისად წინ და მარჯვნივ
              ამის შემდეგ გავიმეოროთ მოცემული მოქმედებები:
          R’  U2   R   U2   R’   F   (R   U  R’  U’)   R’   F’    R2   U’

   იმ შემთხვევაში თუ კუბიკზე გვქონდა 2 აწყობილი წყვილი და 2 არეული წყვილი ერთმანეთის საპირისპირო მხარეს, მაშინ კუბიკს ვიჭერთ რომელიმე ერთი წყვილის მხრიდან და ვასრულებთ იგივეს:
          R’  U2   R   U2   R’   F   (R   U  R’  U’)   R’   F’    R2   U’

   ამის შემდეგ მივიღებთ 2 წყვილს ერთმანეთის გვერდიგვერდ და ვიმოქმედებთ უკვე ზემოთ აღნიშნული წესების მიხედვით.  


მეშვიდე ეტაპი:  

    დარჩა კუთხეების აწყობა.   დავიჭიროთ კუბიკი ისე რომ ყვითლების მხარე აღმოჩნდეს მარცხნის, შესაბამისად თეთრების მხარე  აღმოჩნდება მარჯვნივ (მაგ: სურ.N12)

                                                

                                                                        სურათი N 12

    შემდეგ მთლიანი კუბიკი დავატრიალოთ მანამ სანამ ერთ ერთი აწყობილი კუთხე
არ აღმოჩნდება სურათზე (N12) ისრით მითითებულ ადგილზე და სრულდება შემდეგი მოქმედებები:
    U2   R     U2    R’   F2  U2    L’    U2   L    F’2
   ამით კუბიკი აწყობილია.

თუ არ მოხდა კუბიკის აწყობა ვიმეორებთ კიდევ ერთხელ იგივეს :
U2   R     U2    R’   F2  U2    L’    U2   L    F’2

    თუ არ გვავს ისეთი შემთხვევა როდესაც 1 კუთხე აწყობილია, მაშინ რომელიმე ერთ კუთხეს ჩავთვლით აწყობილად და ვიმეორებთ იგივე მოქმედებებს:
U2   R     U2    R’   F2  U2    L’    U2   L    F’2
   ამის შემდეგ მივიღებთ ერთ აწყობილ კუთხეს.









Комментариев нет:

Отправить комментарий